უსაფრთხოების დაცვა ინტერნეტში
დაიცავით თქვენი WiFi ქსელი
ბოლო განახლება: 2022 წ. ივლისი
ყველა აღნიშნული ნაბიჯი ვებ-ტრაფიკის თვალთვალის და ცენზურისაგან დასაცავად მნიშვნელოვანია, თუმცა, ისინი არ წარმოადგენს ოფისში და სახლში საბაზისო ქსელის უსაფრთხოების ალტერნატივას. არ დაგავიწყდეთ საფუძვლები, როგორიცაა ძლიერი პაროლის (და არა უბრალო პაროლის) გამოყენება თქვენს WiFi-ის რუტერზე (რუტერებზე), რაც უზრუნველყოფს თქვენს ქსელზე მხოლოდ უფლებამოსილი მომხმარებლის წვდომას ხშირად ცვლადი პაროლით და თქვენი უსადენო რუტერების საკუთარი ქსელთაშორისი ეკრანის ამუშავება. ასევე, განიხილეთ თქვენს ოფისში სტუმრებისთვის განკუთვნილი ქსელის დაყენებაზე, თუ გყავთ ვიზიტორები, რომლებიც შემოდიან და გადიან შენობიდან და იყენებენ ინტერნეტს.
- აწარმოეთ პერსონალის რეგულარული ტრენინგი ვებ-უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობის საკითხებზე.
- შეახსენეთ პერსონალს მუდამ აწარმოოს ბრაუზინგი HTTPS-ით და დაშიფრული DNS-ით.
- მოსთხოვეთ პერსონალს რეგულარულად გადატვირთოს მისი ბრაუზერები განახლებების ინსტალაციისათვის.
- წაახალისეთ კონფიდენციალურობის დამცველი ბრაუზერების და გაფართოებების გამოყენება.
- თუ VPN-ი შესაფერისია თქვენი ორგანიზაციის კონტექსტში, აირჩიეთ კარგი რეპუტაციის მქონე, აწარმოეთ პერსონალის ტრენინგი მისი გამოყენების საკითხებზე და უზრუნვლყავით მისი მუდმივი გამოყენება.
- შეიმუშავეთ და გაავრცელეთ ნათელი ორგანიზაციული პოლიტიკა სოციალური მედიის გამოყენების შესახებ.
- ჩართეთ პრივატულობის და უსაფრთხოების პარამეტრები სოციალური მედიის ყველა პროფილში.
- გააცნობიერეთ ონლაინ დევნის გავლენა და მზად იყავით მხარი დაუჭიროთ მსხვერპლ პერსონალს.
- შეიმუსავეთ იმ ადგილობრივი პროფესიონალების, ორგანიზაციების და სამართალდამცველი უწყებების სია, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დააკავშიროთ პერსონალი სამართლებრივი, ფსიქიკური და ტექნიკური დახმარების მისაღებად ონლაინ დევნის პასუხად.
- გამოიწერეთ DDOS-ის დაცვა თქვენი ვებგვერდისათვის.
- გამოიყენეთ ვებ-ჰოსტინგის სანდო, საიმედო პროვაიდერი.
- გამოიყენეთ ძლიერი პაროლი და სტუმრის ქსელი თქვენი ოფისის WiFi-თვის.