თემები

უსაფრთხოების დაცვა ინტერნეტში

შესავალი

თქვენს ტელეფონში ან კომპიუტერში ინტერნეტის გამოყენებისას თქვენმა საქმიანობამ შესაძლოა საკმაოდ ბევრი თქვას თქვენს შესახებ. მნიშვნელოვანია დატოვოთ სენსიტიური ინფორმაცია – როგორიცაა მომხმარებლის სახელები და პაროლები, რომლებსაც ჩაწერთ ვებსაიტზე, თქვენი პოსტები სოციალურ მედიაში ან კონკრეტულ კონტექსტებში იმ ვებგვერდების დასახელებების ჩათვლით, რომლებსაც ეწვევით – ცნობისმოყვარე თვალის ხედვის არეალს მიღმა. კონკრეტულ გვერდებზე თუ აპებზე თქვენი წვდომის ბლოკირება ან შეზღუდვა ასევე საყოველთაო შეშფოთების საგანია. ხსენებული ორი პრობლემა – ინტერნეტში თვალთვალი და ინტერნეტ-ცენზურა – მჭიდრო კავშირშია, ხოლო მათი გავლენის შემცირების სტრატეგიები მსგავსია.

თვალთვალი, ცენზურა და პოლიტიკური პარტიები

surveillance cameras

ინტერნეტის გათიშვა არჩევნების პროცესებში ზემოქმედებს პოლიტიკური პარტიების უნარზე მხარი დაუჭირონ და აწარმოონ კომუნიკაცია ამომრჩეველთან ონლაინ არხების საშუალებით. ასეთი გათიშვა, რომელიც სულ უფრო საყოველთაო ხდება, ხანდახან მიმართულია ქვეყნის კონკრეტულ რეგიონებზე ან პოპულარულ აპლიკაციებზე, როგორიცაა Facebook-ი ან WhatsApp-ი, ხოლო სხვა დროს კი იღებს ინტერნეტის სრულად გამორთვის ფორმას. მიუხედავად იმისა, მიმართულია თუ არა ცენზურის ხსენებული ტიპი უშუალოდ კონკრეტუოლი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, ხსენებულ ქმედებას თითქმის მუდამ გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა პოლიტიკურ კომუნიკაციაზე და პარტიების მოსახლეობასთან მუსაობის ძალისხმევაზე. 

ავიღოთ მაგალითად ინდოეთის გადაწყვეტილება ინტერნეტის გათიშვის შესახებ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში 2019 წლის არჩევნების განმავლობაში. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, წვდომა მობილურ ინტერნეტზე და შეტყობინებების WhatsApp-ის მსგავს პოპულარულ აპლიკაციებზე ბლოკირებული იქნა კონკრეტულ შტატებში. საკომუნიკაციო აპების და მთლიანად მობილური ინტერნეტის ხსენებული ბლოკირება გაურთულა პარტიებს ამომრჩეველთან ეფექტური კომუნიკაცია, რათა გაეზიარებინა მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი კამპანიების შესახებ და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.