თემები

მყარი საფუძველი: პროფილების და მოწყობილობების უშიშარყოფა

შესავალი

რისთვისაა საჭირო კონცენტრაცია პროფილებზე და მოწყობილობებზე? რადგან ისინი ქმნის იმ ყველაფრის საფუძველს, რასაც აკეთებს თქვენი ორგანიზაცია ციფრულად. თქვენ თითქმის უსათუოდ გაქვთ წვდომა სენსიტიურ ინფორმაციაზე, აწარმოებთ შიდა და გარე კომუნიკაციას და ინახავთ თქვენს მოწყობილობებში და პროფილებში პირად ინფორმაციას. თუ ისინი დაუცველია, ეს ყველაფერი და სხვაც შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. 

მაგალითად, თუ ჰაკერები უთვალთვალებენ კლავიატურაზე თქვენს მუშაობას ან უსმენენ თქვენს მიკროფონს, ისინი ხელში ჩიგდებენ კოლეგებთან თქვენს კერძო საუბრებს მიუხედავად იმისა რამდენად დაცულია თქვენი შეტყობინებების აპი. ან, თუ მეტოქეები მოიპოვებენ წვდომას თქვენი ორგანიზაციის პროფილებზე სოციალურ მედიაში, მათ შეეძლებათ მარტივად დააზიანონ თქვენი რეპუტაცია და საიმედოობა და ძირი გამოუთხარონ თქვენს წარმატებულ მუშაობას. ამდენად, როგორც ორგანიზაციამ, მნიშვნელოვანია უზრუნველჰყოთ, რომ ყველა იღებდეს მარტივ, მაგრამ ეფექტურ ზომებს საკუთარი მოწყობილობების და პროფილების დასაცავად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეკომენდაციები მოიცავს პირად პროფილებს და მოწყობილობებს და მათ, რომლებიც ხშირად წარმოადგენს ადვილ სამიზნეს მეტოქეებისათვის. ჰაკერები სიამოვნებით უთვალთვალებენ ადვილ სამიზნეს და გატეხავენ პირად პროფილებს ან სახლის კომპიუტერებს, თუ თქვენი გუნდი იყენებს მათ კომუნიკაციის და მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომისათვის.

პროფილების უშიშარყოფა და პოლიტიკური პარტიები

Secure Accounts and Political Parties

ევროპის პარლამენტში 2019 წლის არჩევნების წინ გერმანიაში გერმანიის პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ფიგურები შეიქნენ თავდასხმის სამიზნე ქვეყანაში მონაცემთა ერთ-ერთი უდიდესი ხელყოფის ფარგლებში. 20 წლის გერმანელმა სტუდენტმა გატეხა ასობით პროფილი სოციალურ მედიაში და ქლაუდ-საცავში, საიდანაც მოიპარა და გამოაქვეყნა სენსიტიური მონაცემები, მათ შორის, საკრეფიტო ბარათების ნომრები, ფოტოები და პირადი კომუნიკაცია. ჰაკერმა შესძლო მიეღო წვდომა ისეთი სუსტი პაროლების გამო, როგორიცაა „მიყვარხარ“ და „1234“. თავს დაესხა რა არაერთ გამორჩეულ პოლიტიკურ პარტიას, ჰაკერმა მოიპოვა წვდომა და გაავრცელა ასობით პოლიტიკოსის, მათ შორის, კანცლერ Angela Merkel-ის და პრეზიდენტ Frank-Walter Steinmeier-ის პირადი მონაცემები და დოკუმენტები. მუშაობდა რა საკუთარი კომპიუტერიდან მისი მშობლების სახლში, სტუდენტმა ჰაკერმა გამოიყენა შედარებით მარტივი მეთოდი თანამიმდევრული პროფილების გასატეხად გერმანული უწყებების თანახმად და „განასახიერა მისი მსხვერპლის გაღიზიანება საჯარო განცხადებების გამო“.