გარდა VPN-ებისა, შესაძლოა გაგიგონიათ Tor-ის, როგორც ინტერნეტის გამოყენებისას მეტი უსაფრთხოების ინსტრუმენტის შესახებ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს რა არის ორივე, რატომ შესაძლოა იყენებდეთ ერთს ან მეორეს და როგორ შესაძლოა იმოქმედოს თქვენს ორგანიზაციაზე ორივემ.
Tor-ს წარმოადგენს ინტერნეტში მონაცემთა ანონიმურად გადაცემის პროტოკოლს რომელიც მიმართავს შეტყობინებებს ან მონაცემებს დეცენტრალიზებული ქსელის გავლით. Tor-ის მუშაობის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ აქ, თუმცა, მოკლედ რომ ვთქვათ, ის მიმართავს თქვენს ტრაფიკს საბოლოო დანიშნულების გზაზე მრავალი პუნქტის გავლით ისე, რომ არცერთ ცალკეულ პუნქტს გააჩნია საკმარისი ინფორმაცია თქვენი ვინაობის და ონლაინ თქვენი საქმიანობის მყისიერად გასარკვევად.
Tor-ი განსხვავდება VPN-გან რამდენიმე ფაქტორით. ყველაზე ფუნდამენტურია, რომ ის განსხვავდება იმით, რომ არ ეფუძნება რომელიმე კონკრეტული პუნქტის ნდობას (როგორც VPN-ის პროვაიდერი).
EFF-ის მიერ შედგენილი ეს გრაფიკი უჩვენებს განსხვავებას ტრადიციულ VPN-ს და Tor-ს შორის.
Tor-ის გამოყენების უმარტივესი გზაა Tor-ის ვებ-ბრაუზერი. ის მუშაობს, როგორც ნებისმიერი ნორმალური ბრაუზერი, გარდა იმისა, რომ ის მიმართავს ტრაფიკს Tor-ის ქსელში. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Tor-ის ბრაუზერი Windows-ის, Mac-ის, Linux-ის ან Android-ის მოწყობილობებისათვის. გახსოვდეთ, რომ Tor-ის ბრაუზერის გამოყენებისას იცავთ მხოლოდ ინფორმაციას, რომელზეც გაქვთ წვდომა ბრაუზერში მუშაობისას. ის არ უზრუნველყოფს რაიმე დაცვას სხვა აპის ან ჩამოტვირთული ფაილებისათვის, რომლებიც შესაძლოა გახსნათ ცალკე თქვენს მოწყობილობაში. ასევე გახსოვდეთ, რომ Tor-ი არ შიფრავს თქვენს ტრაფიკს, ამიტომ - VPN-ის გამოყენების მსგავსად - ჯერაც მნიშვნელოვანია ბრაუზინგისას გამოიყენოთ აღიარებული მეთოდიკა, როგორიცაა HTTPS-ი.
თუ გსურთ გააფართოვოთ Tor-ის ანონიმურობის დაცვის საშუალებები მთლიანად თქვენს კომპიუტერთან მიმართებაში, ტექნიკასთან მეგობრულ მომხმარებელს შეუძლია დააინსტალიროს Tor-ი, როგორც სისტემური ინტერნეტ-კავშირი ან გამოიყენოს Tails-ის ოპერაციული სისტემა, რომელიც უპირობოდ მიმართავს მთელს ტრაფიკს Tor-ის გავლით. Android-ის მომხმარებელს ასევე შეუძლია გამოიყენოს აპი Orbot-ი, რათა ამუშაოს Tor-ი მისი მოწყობილობის მთელი ინტერნეტ-ტრაფიკის და ყველა აპისათვის. მიუხედავად იმისა, თუ როგორ იყენებთ Tor-ს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მისი გამოყენებისას თქვენი ინტერნეტ პროვაიდერი ვერ ხედავს რომელ ვებგვერდებს ეწვევით, თუმცა, „შეუძლია“ დაინახოს, რომ, როგორც ასეთი, იყენებთ Tor-ს. VPN-ის გამოყენების მსგავსად, ამან შესაძლოა მნიშვნელოვნად აამაღლოს თქვენი ორგანიზაციის რისკი, რადგან Tor-ი არაა მეტად ფართოდ გავრცელებული ინსტრუმენტი და, ამდენად, გამოირჩევა მეტოქეებისათვის, რომლებიც შესაძლოა აწარმოებდნენ თქვენი ინტერნეტ-ტრაფიკის მონიტორინგს.
ამგვარად, უნდა გამოიყენოს თქვენმა ორგანიზაციამ Tor-ი? პასუხი: გააჩნია. რისკის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების უმეტესობისთვის, სანდო VPN-ი, რომელსაც ყოველთვის სწორად გამოიყენებს მთელი პერსონალი, უნდა იყოს უმარტივესი, მაქსიმალურად მოსახერხებელი და, VPN-ის გლობალურად ფართო გამოყენების საუკუნეში, ნაკლებად უნდა იქონიოს საგანგაშო სიგნალები. თუმცა, თუ სანდო VPN-ი ძვირია თქვენთვის ან მუშაობთ გარემოში, სადაც VPN-ები, ჩვეულებრივ, იბლოკება, Tor-ი შესაძლოა კარგი ოფცია იყოს, კანონიერების შემთხვევაში, თვალთვალის გავლენის შეზღუდვის და ონლაინ ცენზურის თავიდან აცილების მიზნით.