თემები

უსაფრთხოების დაცვა ინტერნეტში

თქვენი ვებგვერდი ონლაინ რეჟიმში

ბოლო განახლება: 2022 წ. ივლისი

გარდა ინტერნეტზე უსაფრთხო წვდომის შესაძლებლობის დაცვისა, ასევე მნიშვნელოვანია ყველაფერი გააკეთოთ, რათა უზრუნველყოთ თქვენი ორგანიზაციის ვებგვერდებზე თუ რესურსებზე სხვების წვდომაც. სოციალურ მედიაში გვერდებთან მიმართებაში, აღნიშნული გულისხმობს ხსენებული პროფილების დაცვას ძლიერი, უნიკალური პაროლებით და აუთენტურობის ორფაქტორული შემოწმებით. თქვენი ვებგვერდისათვის ეს გულისხმობს გატეხვისაგან მის დაცვას და სერვისზე შეტევების მოგერიებას. Distributed Denial of Service-ის (DDoS-ი) შეტევებს ადგილის აქვს, როცა კომპიუტერების დიდი ჯგუფი ერთდროულად ჩაითრევს თქვენს სერვერს საზიანო ტრაფიკში. როგორც პოლიტიკურ პარტიას, შესაძლოა შეგეძლოთ უფასო DDoS-ის დაცვის მიღება - რომელიც მნიშვნელოვნად გაურთულებს მეტოქეს თქვენი ვებგვერდის გათიშვას. რამდენიმე ოფცია მოიცავს Cloudflare-ის პროექტ Galileo-ს ან Google-ის პროექტ Shield-ს გამომდინარე თქვენი მდებარეობიდან. შეგიძლიათ მიმართო როგორც პროგრამას, ისე მათი ვებგვერდის საშუალებით. თუ თქვენს პარტიას არ ეკუთვნის ის რომელიმე ამ პროგრამის ფარგლებში, Cloudflare-ი და სხვა მომწოდებლები ასევე გთავაზობენ DDoS-ით დაცვის ფასიან სქემებს.

თქვენი ორგანიზაციის ვებგვერდის უსაფრთხო ჰოსტინგი

ვებგვერდები განთავსებულია კომპიუტერებში - ისინი კი მოწყვლადია ჰაკერების მიმართ ზუსტად ისე, როგორც თქვენი საკუთარი მოწყობილობები. თუ შესაძლებელია, თქვენმა ორგანიზაციამ უნდა ისარგებლოს არსებული ჰოსტინგ-სერვისებით, როგორიცაა Wordpress.com-ი, Wix-ი ან სხვები, რომლებიც წარმართავენ გვერდის უსაფრთხოების ყველა საკითხს თქვენს მაგივრად. 

თუ თქვენი ვებგვერდის საჭიროებები უფრო კომპლექსურია ან თუ გესაჭიროებათ თქვენი ვებგვერდის თავად ჰოსტინგი, კონცენტრაცია მოახდინეთ თქვენი ოპერაციული სისტემის და ვებ-ჰოსტინგის პროგრამული უზრუნველყოფის მუდმივ განახლებაზე ზუსტად ისე, როგორც თქვენი პერსონალური კომპიუტერის შემთხვევაში. გაითვალისწინეთ აღიარებული ქლაუდ-ჰოსტინგის იმ პროვაიდერების გამოყენება, როგორიცაა Amazon Web Services-ი (AWS-ი), Microsoft Azure-ი ან Greenhost-ის eclips.is-ი, რომლებიც გვთავაზობენ უსაფრთხოების გაძლიერებულ ოფციებს მათ ჰოსტინგს დაქვემდებარებული ვებგვერდებისათვის. მიუხედავად იმისა, თუ რომელ ინსტრუმენტებს იყენებთ თქვენი ვებგვერდის ჰოსტინგისათვის, უზრუნველყავით, რომ კონტენტის რედაქტირებაზე წვდომის მქონე ნებისმიერი პროფილი და კონფიგურაციის პარამეტრები დაცული იყოს ძლიერი პაროლებით და აუთენტურობის ორფაქტორული შემოწმებით.

თუ თქვენი ორგანიზაცია საკმარისად ტექნიკასთან-მეგობრულია საკუთარი ვებგვერდის ჰოსტინგისთვის შესაძლებლობისთვის, იფიქრეთ ე.წ. „სტაციონარული საიტის“ ან არასტრუქტურული ვებგვერდის არჩევაზე. განსხვავებით დინამიკური ვებგვერდებისაგან, აღნიშნული ტიპის საიტები უმცირებს ჰაკერებს შეტევის ნიადაგს და შეტევებისადმი უფრო მდგრადს ხდის თქვენს ვებგვერდს.