თემები

ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა

შესავალი

მნიშვნელოვანია ფიზიკურად დაცულ ადგილას შეინახოთ თქვენი მოწყობილობები. გახსოვდეთ, რომ ფიზიკური უსაფრთხოება სცილდება უბრალოდ მოწყობილობებს და უნდა მოიცავდეს სტრატეგიას დაიცვათ ყველაფერი დანარჩენი თქვენს სამყაროში. აღნიშნული მოიცავს ნაბეჭდ დოკუმენტებს; თქვენი ორგანიზაციის ოფისს თუ სამუშაო სივრცეებს; და, რა თქმა უნდა, თქვენს პერსონალს და მოხალისეებს.

ფიზიკური უსაფრთხოება და პოლიტიკური პარტიები

An image of broken windows in a building

ფიზიკური თავდასხმები პოლიტიკურ პარტიებზე არახალია და ხშირად მნიშვნელოვანი შედეგები აქვს როგორც ფიზიკური, ისე საინფორმაციო უსაფრთხოების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა დაესხა თუ არა თავს პარტიის ოფისს ან პარტიის გამოჩენილი ლიდერის სახლს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, ადგილობრივი თუ აროვნული უწყებები ან კრიმინალები, პარტიის უსაფრთხოების და ეფექტური მუშაობის ხელყოფისათვის არსებობს ერთი საერთო პრაქტიკა. მაგალითად, 2021 წ. დასაწყისში საქართველოს პოლიცია შეიჭრა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ-ი) სათაო ოფისში. პოლიციამ ძალით გაიკვლია გზა შენობაში ბარიკადების და პროტესტის გამომხატველთა გავლით და დააპატიმრა პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც ბრალად ედებოდა „მასობრივი ძალადობის“ ორგანიზაცია 2019 წ. ანტი-სამთავრობო პროტესტის განმავლობაში. ხსენებული ინციდენტები მოქმედებს არა მხოლოდ პარტიის ფიზიკურ ოპერაციებზე, არამედ შესაძლოა დაუკარგოს პერსონალს უსაფრთხოების გრძნობაც.