ეს სახელმძღვანელო დაიწერა მარტივი მიზნის გათვალისწინებით: დაეხმაროს თქვენს პოლიტიკურ პარტიას შეიმუშაოს გასაგები და განსახორციელებელი კიბერუსაფრთხოების გეგმა. კარგად შემუშავებულ და განახლებულ ორგანიზაციული უსაფრთხოების გეგმას შეუძლია დაგიცვათ უსაფრთხოება და გახადოთ უფრო ეფექტური, მშვიდობის უზრუნველყოფის გზით. გონებას სჭირდება თქვენი ორგანიზაციის მნიშვნელოვან ყოველდღიურ სამუშაოზე ფოკუსირება. თუ ჯერ არ გაგიკეთებიათ, დაუთმეთ ერთი წუთით წაიკითხეთ სახელმძღვანელოს შესავალი, რათა გაეცნოთ უსაფრთხოების გეგმებს და რატომ უნდა ჰქონდეს თქვენს ორგანიზაციას ეს.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციების უსაფრთხოების გეგმები მცირედ განსხვავებულად გამოიყურება გამომდინარე მათი რისკების შეფასებიდან და ორგანიზაციული დინამიკიდან, ზოგიერთი საკვანძო კონცეფცია თითქმის უნივერსალურია.
წინამდებარე „სახელმძღვანელო“ ეხება ხსენებულ არსებით კონცეფციებს ისე, რომ დაეხმაროს თქვენს ორგანიზაციას შეიმუშაოს უსაფრთხოების გეგმა პრაქტიკული გადაწყვეტების და რეალურ სამყაროში გამოყენების თვალსაზრისით.
წინამდებარე „სახელმძღვანელო“ უზრუნველჰყოფს შეთავაზებებს და ოფიცებს, რომლებიც უფასო ან მეტად იაფია. გახსოვდეთ, რომ ეფექტური უსაფრთხოების გეგმის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი ხარჯი იქნება დრო, რომელიც გესაჭიროებათ თქვენ და თქვენს ორგანიზაციას თქვენი ახალი გეგმის განხილვის, შესწავლის და რეალიზაციისათვის. თუმცა, გამომდინარე თქვენი ორგანიზაციის წინაშე არსებული სავარაუდო სირკებიდან, ხსენებული ინვესტიციის გაწევა ნამდვილად ღირს.
თითოეულ სექციაში შეგხვდებათ იმ საკვანძო საკითხის განმარტება, რომლის თაობაზეც ინფორმირებული უნდა იყოს თქვენი ორგანიზაცია და მისი პერსონალი - ანუ რა არის ის და რატომაა ის მნიშვნელოვანი. თითოეული საკითხი შეწყვილებულია არსებით სტრატეგიებთან, მიდგომებთან და რეკომენდებულ ინსტრუმენტებთან თქვენი რისკის შეზღუდვისათვის, ასევე, რჩევებთან და დამატებით რესურსებზე ბმულებთან, რომლებიც შესაძლოა დაგეხმაროთ ხსენებული რეკომენდაციების რეალიზაციაში თქვენს ორგანიზაციაში.
თქვენი ორგანიზაციის დასახმარებლად დაამუშავეთ „სახელმძღვანელოში“ მოცემული გაკვეთილები და აქციეთ ისინი რეალურ გეგმად, ისარგებლეთ მოცემული საწყისი კომპლექტით. კომპლექტი შეგიძლიათ ამობეჭდოთ ან ციფრულად შეავსოთ ის „სახელმძღვანელოს“ ციფრულ ფორმატში ონლაინ წაკითხვისას. ჩანაწერების გაკეთების და თქვენი უსაფრთხოების გეგმის განახლების ან შედგენისას აუცილებლად მიუთითეთ თითოეულ სექციაში მოცემული „უსაფრთხოების გეგმის შემადგენელი ბლოკები“. უსაფრთხოების გეგმა ვერ იქნება სრული ხსენებული არსებითი ელემენტების, სულ მცირე, მითითების გარეშე.