თემები

უსაფრთხოების კულტურის დანერგვა

მიიღეთ ორგანიზაციული თანხმობა

უსაფრთხოების წარმატებული კულტურის ნაწილია ასევე უსაფრთხოების თქვენს გეგმაში თქვენი ორგანიზაციის სრული ჩართულობა. მეტად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მოიცავდეს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ხმამაღალ მხარდაჭერას და მითითებებს, რომლებიც ბევრ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ დროის, რესურსების და ენერგიის გამოყოფაზე უსაფრთხოების ეფექტური გეგმის შემუშავების მიზნით. თუ არა ისინი, ამას არც სხვა აღიქვამს სერიოზულად. ორგანიზაციის ხსენებული ჩართულობის მისაღწევად გულდასმით დაფიქრდით, როდის და როგორ წარმოადგინოთ თქვენი გეგმა, გააკეთეთ ეს ნათლად, უზრუნველყავით, რომ ხელმძღვანელობა მხარს უჭერდეს თქვენს შეხედულებებს და გააცანით ყველას გეგმის ყველა ელემენტი და ნაბიჯი ისე, რომ თქვენი მიზანი არ იყოს საიდუმლო ან ბუნდოვანი. უსაფრთხოებაზე საუბრისას მოერიდეთ შეშინების ტაქტიკას. ხანდახან საფრთხეები, რომელთაც წინაშეც თქვენი ორგანიზაცია და პერსონალი დგას, საშინელი იყოს, თუმცა, ეხადეთ ყურადღება გაამახვილოთ ფაქტებზე და კითხვებისათვის მშვიდი გარემოს შექმნაზე. საშიშროების ჭარბ ხიფათად წარმოდგენამ შესაძლოა აიძულოს ხალხი შეგრაცხოს სენსაციების მოყვარულად ან უბრალოდ დანებდეს მიიჩნევს რა, რომ რაიმეს გაკეთებას აზრი არა აქვს, რაც სრულიად არ შეესაბამება რეალობას.